რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 20%-ით იმატა
რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 20%-ით იმატა
11:08 11.03.2020
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.

ამასთან, "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე, 2019 წელს, პირველად დაფიქსირდა ტვირთბრუნვის ზრდა და წინა წელთან შედარებით 9%-ით მოიმატა.

ბეჭდვა