საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1 მლრდ ლარით, ანუ 7.8 პროცენტით გაიზარდა და 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.5 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 75.8 პროცენტი შეადგინა.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. ივლისის თვის წმინდა მოგებამ 14.2 მლნ ლარი შეადგინა.
2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 3 – უცხოური ბანკის ფილიალით.
