გასულ წელს მშენებლობაზე 10 749 ნებართვა გაიცა
გასულ წელს მშენებლობაზე 10 749 ნებართვა გაიცა
10:57 26.02.2020
გასულ წელს ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში გაცემულია მშენებლობის 10 749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები).

ბეჭდვა