ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ხვალ StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი
გაიმართება. პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ღონისძიება მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.
