მიმდინარე წლის თებერვლის ინფლაცია 0,2%-ს შეადგინს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეებში, ასევე ტრანსპორტზე ფასების ცვლილებამ იქონია.
"საქსტატის" ცნობით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფზე წინა თვესთან შედარებით, ფასები 2,7%-ით გაიზარდა. ფასების მნიშვნელოვანი 2,8%-იანი მატება საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე დაფიქსირდა.
ასევე, თებერვალში, იანვართან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 0,7%-ით გაიზარდა. 1,9%-ით გაძვირდა საწვავ-საპოხ მასალები, ფასები საჰაერო ტრანსპორტზე 1,3%-ით გაიზარდა.
ამასთან, ფასებმა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე -1,24 %-ით, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე -0,27%-ით, კავშირგაბმულობაზე -0,01%-ით დაიკლო.
