თბილისში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრა იმართება
თბილისში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრა იმართება
09:39 31.08.2012
საქართველო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრას მასპინძლობს.

შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიმართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ორმოცდაოთხი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დირექტორი და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები მონაწილეობენ.


ბეჭდვა