რომან კაკულია: ასეთი თანმიმდევრულობით ჩვენ ყველა პრიორიტეტული სექტორის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდას შევძლებთ
რომან კაკულია:  ასეთი თანმიმდევრულობით ჩვენ ყველა პრიორიტეტული სექტორის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდას შევძლებთ
22:37 11.02.2020
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არის უკვე არსებული კონკურენტული უპირატესობების განვითარების მწყობრი და ეფექტიანი მმართველობის გაგრძელება.

რომან კაკულიას მიაჩნია, ამ სფეროში სამთავრობო პოლიტიკა რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ მას აკლდა მართვის ეფექტიანობა და აუცილებელი იყო გარკვეული თანმიმდევრულობა.

„წიაღის სექტორი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, მაგრამ ასეთი ინიციატივა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კერძო ინვესტიციების მოზიდვას ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ექსპორტის ახალი შესაძლებლობების გაჩენას, პირველად ხდება საქართველოში და ნამდვილად მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთი თანმიმდევრულობით მიყვება იმ ინდუსტრიების ეფექტიანობის გაზრდას, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების მომავალი.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე თანმიმდევრულობით ჩვენ შევძლებთ ყველა პრიორიტეტული სექტორის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდას“ -განაცხადა რომან კაკულიამ.


ბეჭდვა