ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს თანადაფინსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი Travel Guide მომხმარებელს ახალ პროექტს სთავაზობს.
დღეს, 17:00 საათზე ტექნოპარკში Travel Guide-სა და Grand Travel-ის ერთობლივი პროექტის “საავტორო ტური - ახალი სიტყვა ტურიზმში” პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე Travel Guide-ის გენერალური დირექტორი გუჯ ნარიმანაშვილი წარადგენს ტურიზმის ახალ მიმართულებას “ საავტორო ტურებს” და ისაუბრებს მის როლსა და სარგებელზე ტურიზმის სფეროში. ტურის ავტორი ანა ჭყებია კი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საავტორო ტურის, "Terra dei motori"-ს დეტალებს, რომელიც მოიცავს ისეთი შედევრების ფაბრიკა-შოურუმების მონახულებას, როგორებიცაა: ლამბორგინი, ფერარი, მაზერატი, პაგანი და ა.შ.
ღონისძიებას ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები დიზაინისა და ინჟინერიის განხრით და ავტომოყვარულები დაესწრებიან.
Travel Guide - ინოვაციური ტურისტული პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
