ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს.
შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოა.
როგორც "ნიუსპრესთან" საუბრისას საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ციკოლიამ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობის დასაწყებად.
"მსგავსი ტიპის შეხვედრები ზოგადად ქართველი ბიზნესმენებისთვის და ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთვად, უკრაინა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. დარწმუნებულები ვართ, რომ ორმხრივი შეხვედრები აუცილებლად შედეგს გამოიღებს", - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
შეხვედრაზე სექტორების მიხედვით ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები სამომავლო თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე საუბრობენ.
საქართველოში ოდესიდან რამდენიმე ათეული ბიზნესმენია ჩამოსული, ისინი ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენენ.
