ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო
19:27 26.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ინოვაციების სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებს შორის სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფასილიტაციით GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპ კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაკავშირებას სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე 53 ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელსაც 16 სტარტაპი სთავაზობს სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამაში შემდეგი სტარტაპები მონაწილეობენ: VRex Immersive; Lingwing; My Drug App; TTM; Pulsar AI; Elven Technologies; LiveCaller; Logmind; BIZON; B2C.GE; kalo.ge (traktor); Nasta; Travel Guide App; Anti-Gaming Studio; RNSEED Fabrik; Wandio.

სტაჟირების პროგრა მისმიზანია, გაზარდოს სტარტაპეკოსისტემაში ჩართული ადამიანების რიცხვი, ხელი შეუწყოს ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების ჩართვასა და არსებული სტარტაპკომპანიების განვითარებას, მოახდინო სანტრეპრენერული მიდგომების პოპულარიზება, განავითაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი უნივერსიტეტის სტუდენტებში და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.



ბეჭდვა