BPI-ს კვლევით, გამოკითხულთა შორის უმეტესობა უალკოჰოლო სასმელებიდან „ზედაზენს" ანიჭებს უპირატესობას
BPI-ს კვლევით, გამოკითხულთა შორის უმეტესობა უალკოჰოლო სასმელებიდან „ზედაზენს" ანიჭებს უპირატესობას
14:51 29.08.2012
საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’ (BPI) კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა უალკოჰოლო სასმელებიდან „ზედაზენს" ანიჭებს უპირატესობას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 40% უალკოჰოლო სასმელებიდან სწორედ „ზედაზენს" მიირთმევს.

კითხვაზე, „რომელ უალკოჰოლო გაზირებულ სასმელს მიირთმევთ ყველაზე ხშირად?", - რესპონდენტთა 16.7% პასუხად "კოკა-კოლას" ასახელებს, 7.5% - "ზანდუკელს", 0.2% - "იბერიას", 1.2% - ლაღიძეს, 2.7% – "ლიპტონს", 1.7% - "მირინდას", 7.5% - "ნატახტარს", 6% - "პეპსის", 6.7% - "ფანტას",

გამოკითხვის შედგებით, თითო-თითო პროცენტი აქვს "სპრაიტს" და "შხეფს", 3.2% - "ყაზბეგს", გამოკითხულთა 4.5% კი - სხვა სასმელებს ასახელებს.

,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’-ის მიერ სულ გამოკითხულია 402 მოქალაქე. კვლევა 27 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ბეჭდვა