„საქართველოს ბანკმა“ „თბილისი მოლში“ ახალი Express სერვისცენტრი გახსნა
„საქართველოს ბანკმა“ „თბილისი მოლში“ ახალი Express სერვისცენტრი გახსნა
14:38 29.08.2012
„საქართველოს ბანკმა“ სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი“ ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.

როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.

„საქართველოს ბანკის“ Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox და ბანკომატი. ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ უკვე 32 Express სერვისცენტრი მოქმედებს.

ბეჭდვა