საპარლამეტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პარლამენტში
,,მინისტრის საათის’’ ფორმატში გამართულ პლენარულ სესიაზე ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომ ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა ლარზე და ეკონომიკაზე მძიმე შედეგი გამოიღო.
წილოსანი ასევე აცხადებს, რომ მას სურს იცოდეს, ამჟამად კონკრეტულად რა სახის ცვილელებების განხორციელებას გეგმავს ფინანსთა სამინისტრო.
„ლარზე და ზოგადად ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და თითქმის ყველა ტრიბუნიდან ამ საკითხზე, როგორც თქვენთან ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვსაუბრობ, თუმცა რეალურად არ ვიცით რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, კობა გვენეტაძემ გვითხრა, რომ აპირებდა რეგულაციებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკა არ ვიცით. კარგი იქნება თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ საკითხში, იმიტომ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს განსაკუთრებით აწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები“-განაცხადა დეპუტატმა.
ნინო წილოსანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სიღარიბის პრობლემაზე.
„რა ასპექტებია ბიუჯეტში ჩადებული იმისთვის, რომ სიღარიბის პრობლემა, განსაკუთრებით ბავშვების ჭრილში, შემცირდეს და შემსუბუქდეს“ - ჰკითხა მან ფინანსთა მინისტრს
