„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს და იპოთეკური სესხის აღების მსურველთათვის სპეციალური შეთავაზება მოამზადა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელი, რომელიც საკუთარი იპოთეკური სესხით „საქართველოს ბანკში“ პორტირებას მოახდენს, ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 11%–დან, 15 წლამდე ვადით ისარგებლებს.
„საქართველოს ბანკში“ ბიზნესსესხით პორტირების შემთხვევაში კი, მსესხებელი ბიზნესსესხებზე სხვაგან არსებულ პირობებზე უკეთეს შეთავაზებას მიიღებს.
