საქაერონავიგაცია ზამთრის სეზონს ახალი სისტემებით ხვდება
საქაერონავიგაცია ზამთრის სეზონს ახალი სისტემებით ხვდება
15:22 25.11.2019
საქაერონავიგაციამ ბოლო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით - წარმატებით დასრულდა სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILშ 13ღ) ჩანაცვლების პირველი ეტაპი და 420 მეტრით გაფართოვდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა 13ღ კურსით.

IჩAO-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება განახორციელა ჩეხური კომპანიის - ANშ ჩღ თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის IჩAO Aნნეხ 10 -ით დადგენილ სტანდარტებთან.

ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აღიარა გამართული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აქედან გამომდინარე, განახლებული ILშ 13ღ და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

"ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით. ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILშ) თვითმფრინავის "გზამკვლევია" და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას, ხოლო თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13ღ კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი დღემდე არ ყოფილა. ორივე პროექტი საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს", - განაცხადა შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე, რომლის დასრულება იმის საფუძველი გახდება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13ღ კურსით IჩAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.

ბეჭდვა