აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირიმში გაემგზავრა.
იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა-ფორუმში, სადაც შავ ზღვაზე საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.
საერთაშორისო ფორუმში "ყირიმი-კურორტები-ტურიზმი" საქართველოს გარდა უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი მონაწილეობენ.
დაგეგმილია ტურისტული რეგიონების წარმომადგენელთა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. ფორუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
