საქართველოში ტურიზმის სასწავლო ცენტრი ამოქმედდება
საქართველოში ტურიზმის სასწავლო ცენტრი ამოქმედდება
15:06 02.03.2012
საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ITLC) ამოქმედდება.
ცენტრში მსურველები ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში ამერიკულ და ბრიტანულ სასერტიფიკაციო პროგრამებს გაივლიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, კუსდამთავრებულებს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცემათ და სტაჟირებას თბილისში სასტუმროთა ცნობილ ბრენდებში გაივლიან.
სასწავლო ცენტრში ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ლიტერატურას და მასალებს ტურიზმისა და სასტუმროს მართვის სფეროში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალის თქმით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტუდენტებს დასაქმებაში მაქსიმალურად დაეხმარება.
სწავლება ინგლისურ ენაზე, დღისა და საღამოს ცვლებში იწარმოებს. კურსის ღირებულება 600 ლარიდან დაიწყება.



ბეჭდვა