"საქსტატის" თანამშრომლები შვედეთის სტატისტიკის სამსახურში სწავლებას გაივლიან
"საქსტატის" თანამშრომლები შვედეთის სტატისტიკის სამსახურში სწავლებას გაივლიან
14:44 02.03.2012
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები 4 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, შვედეთის სტატისტიკის სამსახურში ერთკვირიან სწავლებას გაივლიან.
მათ მონაცემთა დაცვაის საკითხში ტრენინგები ჩაუტარდებათ.
ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია "საქსტატის" ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი განვითარებაც.
"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ბეჭდვა