პრეზიდენტის თქმით, იმერეთსა და რაჭაში საუკეთესო საკურორტო რკალი შეიქმნება
პრეზიდენტის თქმით, იმერეთსა და რაჭაში საუკეთესო საკურორტო რკალი შეიქმნება
11:34 26.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საირმეში იმყოფებოდა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პრეზიდენტი დამსვენებლებსაც გაესაუბრა და საკურორტო ზონებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საირმეში აბასთუმნისკენ მიმავალ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ბორჯომის, აბასთუმნის, წყალტუბოს, სულორის, რაჭაში შაორის, შოვის, უწერას რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში ამით საუკეთესო საკურორტო რკალი შეიქმნება.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გორის ციხის რეაბილიტაციაზე ის არქიტექტორები იმუშავებენ, რომლებმაც ახალციხის პროექტი განახორციელეს.

მისი თქმით, კურორტის მოსაწყობად სამუშაოები აჭარაში, დანისპარაულშიც იწყება, აშენდება 5-6 სასტუმრო.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურორტებზე სხვადასხვა ტიპის სასტუმროები უნდა განთავსდეს, რათა დასვენება მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ბეჭდვა