ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა
ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა
13:41 07.11.2019
საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები, - ასე ერქვა თემატურ პანელს,

რომელზეც მოხსენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს.

ნათია თურნავამ განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს.

თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესაახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.


ბეჭდვა