ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე - European Manufacturing Strategies Summit. საინვესტიციო
შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ სტენდია წარმოდგენილი.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება წარმოების სექტორში უმსხვილესია, რომელიც 15 წლის მანძილზე წარმოების სექტორში მოღვაწე კომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა: Hirschmann Automotive, Datwyler, Leoni, Collins Aerospace და ა.შ.
