ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში ორ დღიანი ღონისძიება - „TechSummit” მიმდინარეობს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში ორ დღიანი ღონისძიება - „TechSummit” მიმდინარეობს
15:07 06.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების

სააგენტო „TechSummit”- ს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება ტექნოპარკში უკვე მეორედ ტარდება და ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სამიტის მიზანია, მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის, გამოცდილების გაზიარება და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება “Startup Battle”. გამარჯვებული სტარტაპები გაივლიან უფასო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამას პოლონეთსა და აზერბაიჯანში.

„TechSummit”- ის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიური მეწარმეობის გაერთიანება (FPT) და პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტო (PAIH).



ბეჭდვა