გასულ, 2018 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 65
ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 87,7 პროცენტი ქალაქ თბილისში, ხოლო 7,8 პროცენტი - აჭარის, 1,5 პროცენტი - იმერეთის, 1,5 პროცენტი - ქვემო ქართლის და 1,5 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,0 პროცენტს შეადგენს, ხოლო 23,0 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალებია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 36,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 81,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 18,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 24,5 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57,0 პროცენტი წარმოადგენს საერთაშორისო გზავნილებს, ხოლო 43,0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.
