პრემიერი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
პრემიერი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
16:18 22.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო შესაძლებლობები არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ტვირთბრუნვას და ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა ბულგარეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას შავი ზღვის რეგიონში და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველომ და ბულგარეთმა თავიანთი ეკონომიკა კიდევ უფრო განავითარონ.

ბეჭდვა