გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საავიაციო ბაზარზე “Wizz Air” ლიდერობს
გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საავიაციო ბაზარზე “Wizz Air” ლიდერობს
12:18 16.10.2019
მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე “Turkish Airlines”-ი და “Georgian Airways”-ი იმყოფებიან.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

• ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;

• ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;

• ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;

• ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%;

• ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;

• ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;

• ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;

• ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;

• ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;

• ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი). რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.


ბეჭდვა