გიორგი გახარია: არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას
გიორგი გახარია: არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას
16:23 10.10.2019
არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებზე მსჯელობაც მიმდინარეობს, მხოლოდ პროექტია და მას ოფიციალური სახე არ მიუღია.
ბეჭდვა