საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6442 ნიშნულზე დაეცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ძალაში შევა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6442 ლარი.
წინა ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი - 1.6434 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.0497 ლარი ეღირება. დღეს კი, ევროს ფასი 2.0409 ლარია.
