ილია წულაია: ხელისუფლება გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე ინფლაციური რისკების შემცირებისა და ლარის სტაბილიზაციისთვის
ილია წულაია: ხელისუფლება გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე ინფლაციური რისკების შემცირებისა და ლარის სტაბილიზაციისთვის
15:46 01.10.2019
დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ეროვნული ბანკის ინიციატივის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივა და საბანკო-საფინანსო სფეროში დაანონსებულ ქმედებები მისასალმებელია.
"ცალსახაა, რომ ხელისუფლება გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე ინფლაციური რისკების შემცირებისა და ლარის სტაბილიზაციისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხდება მთავრობის და ეროვნული ბანკის ქმედებების კოორდინაცია, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით და ეს პოზიტიური მოვლენაა. ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან სინქრონში, საქართველოს მთავრობა გეგმავს იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბაზრის მეტად დაცვა ინფლაციური რისკებისგან და ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლის შემსუბუქება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან მალე იგრძნობენ ამ ქმედებების კონკრეტულ შედეგებს და ეს მათ კეთილდღეობაზე აისახება", - აცხადებს წულაია.
ბეჭდვა