კომერციული ბანკების აქტივები აგვისტოში 1.3 %-ით გაიზარდა
კომერციული ბანკების  აქტივები  აგვისტოში  1.3 %-ით გაიზარდა
13:44 25.09.2019
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 571.5 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით) და 2019 წლის პირველი სექტემბრისათვის 44.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.
2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ბეჭდვა