საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო
12:13 24.09.2019
Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის.

ბეჭდვა