გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
11:37 14.09.2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად

დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, სახლში ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ კი ბუნებრივმა აირმაც გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

არსებობდა ცეცხლის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს.

"სახლში არავინ იყო, ჭურჭლის მტვრევის ხმა გავიგე გარედან. ჭერი ჩამოცვივდა და მეტი ვერაფერი მოვასწარით. ერთიანად დაიწვა ყველაფერი", - განაცხადა სახლის მეპატრონემ, მარინე კესაშვილმა.

 

ბეჭდვა