„გაყიდვების მართვის კომპანიამ“ ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტისთვის სპეციალური ნიშანი შექმნა
„გაყიდვების მართვის კომპანიამ“ ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტისთვის სპეციალური ნიშანი შექმნა
12:18 21.08.2012
მომხმარებელი მალე ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტის განსხვავებას შეძლებს. ამაში მას ნიშანი „ქართული“ დაეხმარება.

განმასხვავებელი ნიშანი „გაყიდვების მართვის კომპანიამ“ შექმნა.

პროექტის მენეჯერის გოგა სამუშიას განმარტებით, „ქართულის“ შექმნის მიზანი ადგილობრივი, ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მომხმარებელმა არჩევანი გააკეთოს ქართულ პროდუქციაზე. თუმცა, ეს პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რათა მომხმარებლის იმედები გაამართლოს, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ნიშანი ვერაფერს შეცვლის“-აცხადებს სამუშია.

მისივე თქმით, ,,გაყიდვების მართვის კომპანია’’, რომელიც ბოლო 6 თვეა ამ ნიშნის მფლობელია, აქტიურად მუშაობს რეგიონებში მცირე მწარმოებლებთან, რომლებიც საკუთარი პრუდუქციის ბაზარზე პოზიციონირებას და გაყიდვების მართვას ვერ ახერხებენ.

კომპანია იმედოვნებს, რომ ნიშანი „ქართული“ პოპულარული გახდება.

„ამ ნიშნის ქვეშ ყოველთვიის იქნება ხარისხიანი პროდუქცია, გამყარებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, ლაბორატორიის სერტიფიკატით ან კვლევის შედეგით“-აღნიშნა სამუშიამ.

მისივე განმარტებით, ნიშან „ქართულის“ მისაღებად პროდუქცია რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს - ის ქართული წარმოების, ხარისხიანი და ნატურალური უნდა იყოს.

„ქართულის“ ნიშნით პირველი პროდუქცია სავაჭრო ქსელში მალე გამოჩნდება.


ბეჭდვა