ნათია თურნავა - აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონებში მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით იყოს მხარდაჭერილი
ნათია თურნავა - აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონებში მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით იყოს მხარდაჭერილი
21:48 05.09.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს.
ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის არის ისეთი პროგრამები, როგორიცაა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონული საინვესტიციო პროგრამები.
"ვენი მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკის უფრო მეტი განვითარებისთვის.
გუბერნატორებისა და სხვა დარგობრივი უწყებების ჩართულობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ კონკრეტულ რეგიონზე მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი მხარდაჭერილი იყოს ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით. მათ შორის პრიორიტეტულია ისეთი რაიონები, სადაც ისტორიულად დომინირებს მონოსაწარმოები და ამ რაიონების ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული ჯერ. ეს არის დიდი პრობლემა და საჭიროებს დივერსიფიცირებას. მე ხშირად ჩავდივარ ასეთ რაიონებში, ვხედავ ამ პრობლემას და აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ რეგიონებიდან დავიწყოთ ალტერნატიული დასაქმების პროგრამების, ალტერნატიული ბიზნესპროექტების დანერგვა და შეთავაზება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბეჭდვა