პროგრამის, "აწარმოე საქართველოში" 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით დღემდე, პროექტების რიცხვი 225-ით არის გაზრდილი
პროგრამის, "აწარმოე საქართველოში" 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით დღემდე, პროექტების რიცხვი 225-ით არის გაზრდილი
18:30 04.09.2019
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით დღემდე, პროექტების რიცხვი 225-ით არის გაზრდილი.

დღეის მდგომარეობით, პროგრამის პორტფელში 521 პროექტი ირიცხება, რომელთა მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,186 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 18,270-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც 3 სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხორციელდება:

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

პროგრამების შესახებ სრული სტატისტიკისთვის, იხ.ბმული.
ბეჭდვა