ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკის ჯგუფის შესახებ
განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის ჯგუფი მყარი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ძლიერი მენეჯმენტი და დირექტორთა დამოუკიდებელი საბჭო ხელმძღვანელობს.
მივესალმებით ბანკის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაწყვეტილებას, დატოვონ დირექტორთა საბჭო ამ დროისთვის, რათა ფოკუსირებულები იყვნენ მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დავაზე.
ამასთან, მივესალმებით დირექტორთა საბჭოს გაძლიერებას დამოუკიდებელი დირექტორების შემომატებით, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტების მართვაში მაღალი დონის გამოცდილება აქვთ.
გვაქვს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის მოლოდინი და ველოდებით საქმის სწრაფად და იმგვარად დასრულებას, რომელიც ბანკის ოპერაციებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
ამავდროულად, EBRD, როგორც „თიბისი ბანკის“ დიდი ხნის პარტნიორი, აქციონერი და კრედიტორი განაგრძობს თიბისი ბანკის ჯგუფის მხარდაჭერას“-ნათქვამია განცხადებაში.
