ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ ნახშირის მომპოვებელი შახტების ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისა
და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით ინსპექტირება დაიწყო.
ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ინფორმაციით, გახშირებული ავარიული შემთხვევების გამო, საექსპერტო ჯგუფმა "საქნახშირის" ე.წ. მინდელის სახელობის ნახშირის შახტში რამდენიმე ინსპექტირება განახორციელა.
ინსპექტირებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მინდელის სახელობის ნახშირის შახტის ხელმძღვანელობამ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში რამდენიმე მსხვილი ფულადი რეინვესტირება განახორციელა. მათ შორის მიმდინარე წლის ივნისამდე 282 6567 ლარის, ხოლო ივლისში - 140 101 ლარის ოდენობით.
