საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ იკლო
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ იკლო
11:28 15.07.2019
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი (4.9პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა