ივლისში საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 117.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ივლისში საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 117.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
11:46 17.08.2012
2012 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 117.1 მლნ აშშ დოლარი ანუ 193.6 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 4.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 4 პროცენტით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4% 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ესენია - რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, უკრაინა, ინდოეთი, თურქეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ყაზახეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, გერმანია. აღნიშნული ქვეყნებიდან ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2012 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.8 მლნ აშშ დოლარი ანუ 14.6 მლნ ლარი გადაიგზავნა. გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოდან გადაგზავნილი ფულადი ნაკადების მოცულობა 7.7 მლნ აშშ დოლარის ანუ 12.9 მლნ ლარი იყო.

ბეჭდვა