8 ივლისს 12 საათზე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, სააგენტო
,,აწარმოე საქართველოში“ "ქართულ მაღაზიათა ასოციაცია" და "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენას მართავს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ღონისძიებაში 50-მდე მიკრო და მცირე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული მეწარმე იღებს მონაწილეობას.
გამოფენის ფარგლებში, ქართველ მეწარმეებს,საშუალება ექნებათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ და B2B შეხვედრები გამართონ ქართულ მაღაზიათა ასოციაციისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან.
