წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის იანვარი-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 5 761 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 %-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1 352 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 4 409 მლნ აშშ დოლარი.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა აღნიშნულ პერიოდში 3057 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.
