პროექტის „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა
ასოციაცია რეგიონში შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს, მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემებზე, რომელიც ეხება საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს და გადასახადებისაგან თავის არიდებისას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.
