შანხაის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ქართველი რეჟისორის ფილმს გადაეცა
შანხაის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ქართველი რეჟისორის ფილმს გადაეცა
18:06 23.06.2019
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინო მოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონია. ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”.

ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.
ბეჭდვა