საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დღეს ხელმოწერის ცერემონია გაიმართება
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დღეს ხელმოწერის ცერემონია გაიმართება
10:12 18.06.2019
დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გაიმართება ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულებების პროექტების - „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q“ და „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი“ - თაობაზე.

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას.

ხელშეკრულებებეს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

ბეჭდვა