ივანე მაჭავარიანი და კლაუს ფაიგელი პროფესიული განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებში სამ ფინანსურ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს
ივანე მაჭავარიანი და კლაუს ფაიგელი პროფესიული განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებში სამ ფინანსურ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს
16:57 14.06.2019
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელი პროფესიული განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებში ხელს მოაწერენ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას.

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის მოადგილე ნორბერტ ბართლე.
ბეჭდვა