2019 წლის 14 ივნისს, 13:00 საათზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი
"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით და ჯამპსტარტ საქართველოს ლოგისტიკური მხარდაჭერით ტექნოპარკში ჩაატარებენ რიგით მესამე ჰაკათონს "ინოვაციური იდეები სამოქალაქო საზოგადოებისათვის".
ჰაკათონის მიზანია, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან ჩამოსულ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, IT სპეციალისტებს დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის საჭირო ინოვაციური ონლაინ და ციფრული ინსტრუმენტების შექმნაში.
ჰაკათონში გამარჯვებულ იდეებს შესაძლებლობა ექნება პირდაპირი დაფინანსება მოიპოვონ ევროკავშირისგან ამ ჰაკათონზე შემუშავებული იდეის სრულად განხორციელებისათვის.
