იანვარ-მაისში ექსპორტი 14,2 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 3,6 პროცენტით შემცირდა
იანვარ-მაისში ექსპორტი 14,2 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 3,6 პროცენტით შემცირდა
12:55 13.06.2019
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 466.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ. აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში 2 025.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.
ბეჭდვა