დიმიტრი გვინდაძე საინვესტიციო სააგენტოსაც უხელმძღვანელებს
დიმიტრი გვინდაძე საინვესტიციო სააგენტოსაც უხელმძღვანელებს
12:24 15.08.2012
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე  საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობასაც დაიკავებს.

გარდა ამისა, გვინდაძე საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ნიკა გილაურის მოადგილეა. ფონდში იგი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე იმუშავებს.

პირველი დავალებები პრემიერ-მინისტმა ვანო მერაბიშვილმა გვინდაძეს უკვე მისცა.

„ახლა თქვენ უფრო თავისუფლები ხართ, ვიდრე სამინისტროებში იყავით და თქვენი გაკეთებული საქმე უნდა გახდეს მომავალში საქართველოს განვითარების წინაპირობა. ჩვენი დაპირებების და გეგმების შესრულება თქვენს კისერზე გადაივლის, უცხოეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის წარმატება თქვენზე იქნება დამოკიდებული. ასევე, ჩვენი ამოცანაა ბევრი ახალი ბიზნესის შექმნა, შემდეგ მათი პრივატიზაცია, რათა ამ ფულითა და შემოსავლით ბევრად მეტი გავაკეთოთ“- განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხემძღვანელის ნიკა გილაურის თქმით, ფონდი რკინიგზის, გაზის კორპორაციის, ენეგროსისტემის აქციების 100 %-ს ფლობს და ფონდის ფუნქცია სწორედ ახალი პროექტების დაწყება და შემდეგ მათი გაყიდვაა.

ბეჭდვა