ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში ახალ პროექტი იწყება, რომლის მიზანი პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაა.
ამ მიზნით, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ სამუშაო ჯგუფებს შექმნის, რომლებიც შეიმუშავებენ სახელმწიფო სტანდარტებს სხვადასხვა პროფესიისთვის, მათ შორის, შემდუღებელის, ელექტრიკოსის, მეფილე-მომპირკეთებელის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შემკეთებელის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, მეღვინის, მევენახის და მზარეულის პროფესიის დასაუფლებლად.
თითოეული ზემოთაღნიშნული პროფესიის სტანდარტის შემუშავებისათვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჯგუფში ასევე შევლენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფში შექმნილი პროფესიული სტანდარტი ქვეყანაში განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად შესრულების პროცედურებს. ამასთან, იგი პროფესიის დონეებსა და მათ შორის სხვაობებსაც დაადგენს.
პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებისთვის შეხვედრები და ტრენინგებია დაგეგმილი.
მსურველებმა საკუთარი წარმომადგენლის კანდიდატურა „დამსაქმებელთა ასოციაციას“ 16 აგვისტოს 12:00 საათამდე უნდა წაურდგინონ.
