დიმიტრი გვინდაძე მუშაობას საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს
დიმიტრი გვინდაძე მუშაობას საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს
11:22 15.08.2012
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვირის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას ოზურგეთში განაცხადა, რომ დიმიტრი გვინდაძისთვის „ახალი და ძალიან საინტერესო თანამდებობა“ მზადდებოდა.

გვინდაძის საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილედ გადაყვანის შესახებ დღეს ენერგეტიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების ვახტანგ ბალავაძისა და ალექსანდრე ხეთაგურის წარდგენისას გახდა ცნობილი. საპარტნიორო ფონდს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელძღვანელობს. ფინანსთა მინისტრად კი, ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა.


ბეჭდვა