დღეს, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე თბილისის დროით 23:00 საათზე „World Travel Awards“
-ის დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას.ტურიზმის პოპილარულ ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი.
პორტუგალიაში იმყოფება აჭარის დელეგაცია.
"ბათუმი არის წარდგენილი ძალიან მნიშვნელოვან ნომინაციაზე. ეს არის ევროპის წამყვანი, ყველაზე მზარდი ტურისტული დანიშნულების ნომინაცია. ე.წ "ტურისტულ ოსკარად" წოდებულ ნომინაციაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება როგორც რეგიონისთვის, ქალაქისთვის და ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
